ხვალ, 11 მარტს ხაშურში ახლადაშენებული სპორტული კომპლექსი საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. სპორტკომპლექსის გახსნისთვის ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები დღეს სრულდება. სამზადისში აქტიურად ჩაერთნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ-ების „ხაშურსერვისის“, „სავანეს“, “კომპლექსური სასპორტო სკოლის“ წარმომადგენლები. მათ მონაწილეობა მიიღეს სპორული კომპლექსის შიდა პერიმეტრის და ეზოს დასუფთავებაში. აქციის დასასრულს, მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, რომელიც მოხალისეობრივ აქციას შვილთან ერთად შეუერთდა, მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც საერთო საქმეში წვლილი შეიტანა. ახალი სპორტული კომპლექსი 1500-ზე მეტ სპორტსმენს მოემსახურება.
Visited 103 times, 1 visit(s) today