12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვერძი
საუკეთესო იქნება თუ დღეს ვარჯიშით დაიწყებთ. დღეს მიხვდებით, იმაზე მეტი საქმე გააკეთეთ, ვიდრე გეგონათ, რომ შეძლებდით. საღამოს ფეხით გაისეირნეთ.

კურო
გარშემო მყოფების ყურადღების ცენტრში მოექცევით. ეცადეთ, იყოთ მიმზიდველი. მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ. იყავით მშვიდი და ღიმილიანი.

ტყუპი
თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ შემთხვევითი ადამიანები არ მოდიან თქვენს ცხოვრებაში და არც მოვლენები ხდება შემთხვევით. გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები.

კირჩხიბი
განსაკუთრებულის მოლოდინი ნუ გექნებათ. მცირედით შემოიფარგლეთ, წარმატება გელით სამსახურის საქმეებში და იდილია – პირად ცხოვრებაში.

ლომი
გაფრთხილდით, დილას მოსალოდნელია გაუგებრობები და დაძაბულობა. აკონტროლეთ ემოციები და გაუფრთხიდით თქვენთვის ძვირფას ადამიანებს.

ქალწული
დღეს შექებას და ქათინაურებს მიიღებთ, რაც მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ. შეიფერეთ, თავადაც იცით, რომ საუკეთესო ხართ.

სასწორი
ბოლო დროს გადატვირთული გრაფიკი გქონდათ. დღეს დასვენების, მეგობრებთან გართობის
საშუალება მოგინდებათ. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, ნაჩქარების გადაწყვეტილების მიღებაა.

მორიელი
ნუ ხართ ზედმეტად მკაცრი გარშემო მყოფების მიმართ. ზოგჯერ უნდა ენდოთ კიდეც მათ. ერთგული და გამოცდილი გუნდი შეკრიბეთ და საქმეების მოგვარებას შეუდექით.

მშვილდოსანი
ნუ ეცდებით, რომ ყველას თქვენი გემოვნება მოახვიოთ თვს. ადამიანებს შეიძლება თქვენგან განსხვავებული ინტერესები, ჰობი ჰქონდეთ. მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან.

თხის რქა
საქმეების პარალელურად შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეთ ახლობელებს და მათ უარს ვერ ეტყვით. გააოცებთ მათ თქვენი ოპტიმიზმითა და პროფესიონალიზმი.

მერწყული
დილიდან აქტიურად იქნებით ჩართული საქმეებში. ჩამოწერეთ გეგმა, რათა არაფერი გამოგრჩეთ. იყავით ობიექტური გარშემო მყოფების შეფასებისას.

თევზები
მხარდაჭერისთვის ისეთ ადამაინებს მიაკითხეთ, ვინც არ გიღალატებთ. შეეხმიანეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს. მათთან ურთიერთობა თავდაჯერებულობას შეგძენთ.

Visited 588 times, 1 visit(s) today