12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადებას პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

23/03/2017

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც 12 აგვისტოს საქართველოს დიადი გამარჯვების დღედ გამოცხადებასა და უქმე დღედ დაწესებას ითვალისწინებს. ”შრომის კოდექსში” ცვლილებების პროექტი 90-ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ცვლილებებით ”შრომის კოდექსით” განსაზღვრულ უქმე დღეებს ემატება 12 აგვისტო – საქართველოს დიადი გამარჯვების დღე. ასევე საქართველოს მთავრობას ევალება მოამზადოს და დაამტკიცოს საქართველოს დიადი გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა.
პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან ”ქართული ოცნების” დეპუტატები: ალექსანდრე ქანთარია, აკაკი ზოიძე, ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, კობა კობალაძე, ლევან კობერიძი, კარლო კოპალიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0