12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12/11/2017

ვერძი
დილა ფიზიკურ აქტივობას დაუთმეთ. მარტივად გაართმეთ თავს ყველა რთულ საკითხს. ყური დაუგდეთ უფროსების რჩევებს.

კურო
იყავით დიპლომატიური. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. პარტნიორთან შეთანხმებულად იმოქმედეთ.

ტყუპი
მნიშვნელოვანი საქმეები დილითვე მოაგვარეთ. მეტი ყურადღება გმართებთ რუტინული საქმეებისადმი. მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

კირჩხიბი
ახალი იდეები საოჯახო საქმეების შესრულების საშუალებას არ მოგცემთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

ლომი
მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას, ჯანმრთელობას. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან.

ქალწული
გაფრთხილდით, რათა არაფერი დაკარგოთ, არავინ მოგატყუოთ. დღის მეორე ნახევარი დასვენებას, სეირნობას დაუთმეთ.

სასწორი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. კარგი დღეა საოჯახო ნივთების შესაძენად.

მორიელი
მოიმატებს თქვენში პასუხისმგებლობის გრძნობა. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

მშვილდოსანი
ყურადღება გმართებთ ტრადიციების, დაცვისა და დაზღვევის მიმართ. ნუ დაგეგმავთ შეხვედრებს, საქმეებს.

თხის რქა
თუ კვირის განმავლობაში კარგად იქცეოდით, დღეს საჩუქარს მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ სირთულეების დაძლევა მეტად გაძლიერებთ.

მერწყული
ყველაფერს საუკეთესოდ გაართმევთ თავს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მშობლებთან. გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები.

თევზები
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საღამოსკენ მიიღეთ. იყავით მეტად დაკვირვებული, პრაგმატული. შეიძლებ ვერ გაამართლოთ სხვების იმედები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0