13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

12/08/2017

ვერძი
გაანებივრეთ ოჯახის წევრები მზრუნველობით, მოუმზადეთ გემრიელი ვახშამი. განსაკუთრებით გაამხიარულეთ ბავშვები.

კურო
მიუხედავად იმისა, რომ ენთუზიაზმით ეკიდებით ყველა საქმეს, დღეს მეტად უნდა დაისვენოთ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

ტყუპი
დაივიწყეთ ყველა ვალდებულება და პრობლემა და დღე დასვენებას, თავგადასავლებს დაუთმეთ. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის.

კირჩხიბი
მგრძნობიარე და ემოციური ხართ. “გამორთეთ” მელოდრამა. შეეხმიანეთ მეგობრებს და ბუნებაში გაემგზავრეთ დასასვენებლად. საღამო ბავშვებთან ურთერთობას დაუთმეთ.

ლომი
აკონტროლეთ ფინანსები, მოერიდეთ ფულის ფლანგვას. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ დაუვიწყარი მხიარულება გელით.

ქალწული
საუკეთესო დღეა ნათესავებისთვის წვეულების მოსაწყობად. იდილია შეიძლება მეგობრებმა დაგირღვიონ, რომლებიც გასართობად წაგიყვანენ.

სასწორი
შეხვედრებისა და ურთიერთობის დღეა. საოჯახო საქმეების მოგვარება დამოუკიდებლად მოგიწევთ. საღამოს უმასპინძლეთ ნათესავებს.

მორიელი
საოჯახო საქმეები არასდროს მთავრდება და ეცადეთ, მეტად დაისვენოთ. კარგი დღეა ქალაქგარეთ მგზავრობისა და ბუნებაში სეირნობისთვის.

მშვილდოსანი
ერთგული მეგობრები და მზრუნველი ნათესავები დასვენების საშუალებას მოგცემენ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა
სიურპრიზებია მოსალოდნელი პირად ურთიერთობაში. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას.

მერწყული
მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, საოჯახო საქმეების შესრულებას. საღამოს სიურპრიზები გელით.

თევზები
მზრუნველი ნათესავები პასიურად დასვენების საშუალებას მოგცემენ. ზოგიერთს შორეული ნათესავების სტუმრობა ელის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0