13 თებერვალის ასტროლოგიური პროგნოზი

13/02/2020

ვერძი
დღეს თქვენი დევიზი უნდა იყოს “სიმშვიდე, მხოლო სიმშვიდე!” რადგან ეს პირდაპირ მოქმედებს ჯანმრთელობაზე. რადგან ყველა ავადმყოფობა ნერვებთანაა კავშირში. შეეცადეთ ყველაფერს ახლოს გულთან ნუ მიიტანთ და ნაკლებად ინერვიულეთ, მაშინ ნებისმიერ ასაკში ახალგაზრდული შესახედაობა გექნებათ.

კურო
თუ თვითგვემას თავს დაანებებთ, პირად ცხოვრებაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწევთ. თქვენს პარტნიორთან რომანტიკული ურთიერთობა სულიერ კომფორტს შეგიქმნით.

ტყუპი
თქვენ მუდამ ყურადღების ცენტრში ხართ. მაგრამ ეს ყოველთვის როდი არის კარგი. გაღიზიანებთ ახალი ნაცნობები. ეცადეთ, განმარტოვდეთ ბუნებაში.

კირჩხიბი
საინტერესო შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაში ცვლილებებს შეიტანს. ნუ იქნებით ინერტული, იაქტიურეთ სასურველი მიზნის მისაღწევად. კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ დარწმუნდებით, რომ სწორად მოიქეცით.

ლომი
გელით ახალი, საინტერესო ნაცნობობა. თავს გართობისა და დასვენების უფლება მიეცით. დღევანდელი დღე იდეალურია წონის კორექციისა და აქტიური ცხოვრებისათვის. ფინანსური ოპერაციებისგან თავი შეიკავეთ.

ქალწული
ხელმძღვანელობასთან კონფლიქტები იმატებს. იფიქრეთ სამომავლო გეგმებზე. ადვილად ნურავის ენდობით. საღამო ბუნებაში გაატარეთ.

სასწორი
ახალი ნაცნობობა თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდება. საღამო ქალაქგარეთ, მხიარულ საზოგადოებაში გაატარეთ. დღევანდელ დღეს ტრავმების ალბათობა იზრდება, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ.

მორიელი
ცხოვრება თქვენგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. გაურკვევლობა და პასიურობა არაა რეკომენდებული. კარგი იქნება, თუ სამომავლოდ რამდენიმე თვის გეგმას შეადგენთ. საღამო შოპინგს დაუთმეთ.

მშვილდოსანი
წარმატებული დღე გელით საშუალება მოგეცემათ, განახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები, გააფართოვოთ ბიზნესი. არ აჰყვეთ ემოციებს. საღამო აქტიურ დასვენებას დაუთმეთ.

თხის რქა
ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მოგეხმარებათ ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, მნიშვნელოვანია დადებითი განწყობაც. შეეცადეთ დღეს არ დაძაბოთ ნერვიული სისტემა, რაც საშუალებას მოგცემთ რომ საღამოს სრულყოფილად დაისვენოთ.

მერწყული
დღის დასაწყისში ძალების მომატებას იგრძნობთ და ნებისმიერი საქმე მარტივად გამოგივათ. დღის ბოლოს კი სასურველია დაისვენოთ.

თევზები
დღეს არა სასურველია მგზავრობა სხვისი საქმეების გასარკვევად. უმჯობესია საკუთარ თავს და საქმეებს მიხედოთ. შეეცადეთ თავი აარიდოთ დავალებებს, რომლებიც თქვენს საქმიანობაში შეგიშლიან ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0