13-14 ივნისს მომხდარი სტიქიით შედეგად დაზარებულებულმა პირებმა გამგეობებს/მერიას 2016 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მიმართონ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
,,ვინაიდან 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების საკითხი სრულად არ არის ამოწურული, (ამ დროისათვის დაკმაყოფილებულია 170 ოჯახი), ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება – 2017 წლის 31 მაისამდე მოახდინოს ყველა იმ დარჩენილი ოჯახისათვის კომპენსაციის გაცემა, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2016 წლის 23 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომლის თანახმად, 2017 წლის 31 მაისამდე მოხდება სტიქიით დაზარალებული ყველა დარჩენილი ოჯახის დაკმაყოფილება.
ზ/ა ცვლილების უკვე აისახა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, კერძოდ, ბიუჯეტის შესაბამის მუხლში (2.11) კომპენსაციისათვის 2 300 000 ლარი განისაზღვრა (1 500 000 ლარი ფულადი კომპენსაციებისა და ქონების გამოსყიდვის მიზნით, ხოლო 800 000 ლარი დაზიანებული სახლების აღსადგენად).
ამასთან, აღნიშნული ცვლილებით მოხდება მხოლოდ იმ დაზარალებულთა დახმარება, რომლებიც გამგეობას/სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიმართავენ. ვთხოვთ ყველა იმ პირს, ვისაც აღნიშნული საკითხი ეხება, გაითვალისწინონ ზ/აღნიშნული გარემოება და შესაბამის სტრუქტურებს მითითებულ ვადებში მიმართონ’’,-ნათქვამია განცხადებში.

Visited 128 times, 1 visit(s) today