მინისტრი სპორტსკოლაში არსებულ საჭიროებებს გაეცნო

28/10/2022

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ჩოხატაურის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად, ჩოხატაურში ა(ა)იპ სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრი დათვალიერა. მინისტრი სპორტსკოლაში არსებულ საჭიროებებს გაეცნო. ა(ა)იპ სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრს განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, რადგან სპორტის სხვადასხვა სახეობისათვის მულტიფუნქციური სივრცეების მოწყობის საშუალებას იძლევა. ჩოხატაურის სპორტსკოლაში 9 სპორტული წრეა და 300-მდე ახალგაზრდა სპორტის სხვადასხვა სახეობას სწავლობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0