ამ დღესთან დაკავშირებით გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ შენობებზე, სხვადასხვა დაწესებულებებზე, ქუჩებში და საცხოვრებელ სახლებზე ეროვნული დროშები გამოიფინა. საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს სახელმწიფო, ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს დაამტკიცეს, მას შემდეგ ეს თარიღი სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.