14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება.

14/04/2017

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ და ინტელიგენციის წარმომადგენლებმა მასობრივი გამოსვლა მოაწყვეს. გამოსვლით ისინი საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმებას ეწინააღმდეგებოდნენ.
1978 წელს საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივანმა იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ დარგში, საბჭოთა კავშირში “მცირე ენების” გაუქმება და სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადება გადაწყვიტა.
ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ 1978 წლის 14 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე მოქალაქე დაიძრა. რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 მოქალაქე შეიკრიბა და კომუნისტურმა თვითმპყრობელობამ უკან დაიხია.
მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეეები ხელისუფლებისგან საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას კატეგორიულად მოითხოვდნენ.
მთავრობა იძულებული გახდა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, რისი პირობაც მათ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ მისცა. შესაბამისად, კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოში სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0