14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

14/01/2020

ვერძი
დღეს სასიცოცხლო ძალებისა და შემოქმედებითი ენერგიის ნაკლებობა გექნებათ. იყავით თავშეკავებული – ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეგიძლიათ თავის მართვა. დღეს არ ღრის სერიოზული საქმიანობის ან შეხვედრის დაგეგმვა. ფრთხილად იყავით კომპიუტერთან.

კურო
აქტიური, შემოქმედებითი დღეა. თქვენმა გრძნობებმა შესაძლოა ხელი შეუშალონ თქვენს კარიერას. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს – დღეს შესაფერისი დღე არ არის კარდინალური ცვლილებებისთვის. თავი შეიკავეთ არაგონივრული სურვილებისგან.

ტყუპი
დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.

კირჩხიბი
დღეს საქმიანი წინადადებით მოგმართავენ, მაგრამ მისი სწრაფად მიღება არ ღირს, რადგან თქვენთვის მომგებიანი ნამდვილად არ იქნება. დღეისათვის მეორე ნახევრის მხრიდან დახმარების იმედი გქონდეთ. ემოციური აფეთქების წინაშე დადგებით და თუ სახელმწიფო დაწესებულებებთან კონტაქტი გიწევთ, შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს.

ლომი
კარგი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური კავშირისთვის. ნუ გააკეთებთ დღეს მსხვილ შენაძენს. თქვენ ატარებთ სწორ ფინანსურ პოლიტიკას, მაგრამ მუდმივად ჩავარდნები გაქვთ, ამიტომ საჭიროა გონივრულად მართოთ თქვენს ხელთ არსებული სახსრები. ხელმძღვანელობასთან რთული საუბარი გელით, რომელიც საბოლოოდ თქვენს სასარგებლოდ დასრულდება, რაც აგიმაღლებთ რეპუტაციას. იქონიეთ მეტი სითამამე და მობილიზება.

ქალწული
დღეს წარმატება გექნებათ საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. შესაძლოა ფული მიიღოთ სხვადასხვა ადგილებიდან. დიდია საკვები პროდუქტებით მოწამვლის, ტრავმის მიღების და ავტო-საგზაო შემთხვევების ალბათობა. მომგებიანი იქნება ვალუტის შეძენა.

სასწორი
მოვლენებით სავსე დღე არ იქნება. სასიყვარულო შეხვედრები სჯობს გადადოთ – დღეს ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. თუ გყავთ უცხოელი მეგობრები, მათთან შესახვედრად კარგი დღეა. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე.

მორიელი
დღეს სიამოვნებას მიიღებთ ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისგან, რაც დაგეხმარებათ ასევე დაგროვილი დაძაბულობის მოხსნაში. ნუ დაგავიწყდებათ, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებელია სიტუაციის ყურადღებით შესწავლა. მეტი დრო დაუთმეთ ვარჯიშს ან სუფთა ჰაერზე გასეირნებას. ასეა თუ ისე, გარჯა მოგიწევთ, რადგან ყველაფერს ვერ დაგეგმავთ.

მშვილდოსანი
დღეს გონიერება და მოთმინება გმართებთ. თუ დილიდანვე წუწუნს დაიწყებთ, შუადღეს უკვე ენერგიაგამოცლილი იქნებით. მიუხედავად იმისა, რომ მიზნების მიღწევის გზაზე ბევრი სირთულე გხვდებათ, შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ახალი ნაცნობობა სასურველი არ არის. შესაძლოა შორეულ ადამიანთან რომანტიკული გაცნობა.

თხის რქა
დღევანდელი დღე ცოლ-ქმრულ ურთიერთობას უფრო ჰარმონიულს გახდის. საჭიროა ყურადღება მიაქციოთ პროფესიული ამოცანების გადაჭრას. ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები გააფორმებენ ხელშეკრულებას, რომელიც სამეცნიერო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს. ფრთხილად იყავით ხელმძღვანელობასთან.

მერწყული
დღეს ძალიან გამაღიზიანებელი იქნებით და სრულად დაექვემდებარებით ცვალებად ხასიათს. გამორიცხული არ არის, რომ იმედი გაგცრუონ იმ ადამიანებმა, ვისაც ენდობოდით. თამამად გამოიჩინეთ ინიციატივა და თქვენი იდეები უფროსობის და კოლეგების განსახილველად დააყენეთ. საღამოს შეეცადეთ კარგად დაისვენოთ. ძილის წინ თბილი აბაზანა მიიღეთ – ეს დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში.

თევზები
დღევანდელი დღე სულიერ სიმშვიდეს გპირდებათ, შედეგიანი იქნება ჯანმრთელობის გაკაჟების მცდელობა. სერიოზულ და შრომატევად საქმიანობას ნუ შეეჭიდებით ნურც სამსახურში და ნურც სახლში. სადილის შემდეგ ხასიათი შეგეცვლებათ, მეტად მობილიზებულად იგრძნობთ თავს და საქმეებიც უკეთ წავა. მომგებიანი იქნება ვალუტის შეძენა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0