140 დევნილი ოჯახი, წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში , თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში იცხოვრებს.

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კიდევ 140 დევნილი ოჯახი, წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში იცხოვრებს. დევნილ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცეს.
სამშენებლო სამუშაოები, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო მოედნები, რეკრეაციული სივრცეები და ავტოსადგომი მოეწყო, გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, გარე განათება დამონტაჟდა და სანიაღვრე სისტემები გაიმართა. ორივე კორპუსს აქვს პანდუსები და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

“ვულოცავ ჩვენ დევნილებს ახალმოსახლეობას, 140 ოჯახს გადაეცა დღეს საცხოვრებელი სახლი, რა თქმა უნდა, პროცესი გრძელდება. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს დევნილ მოსახლეობას ჰქონდეს ღირსეული საცხოვრებელი პირობები და როგორც აქამდე, ისე მომავალში არცერთი ჩვენი დევნილი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ”- აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

წყალტუბოში, დევნილებისთვის კიდევ 6 კორპუსი შენდება, სადაც ბინა, დამატებით, 420 ოჯახს გადაეცემა.

Visited 113 times, 1 visit(s) today