15 მარტი ქართული არტილერიის დღეა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს ქართული არტილერია 23 წლის იუბილეს აღნიშნავს.
1993 წლის 15 მარტს აფხაზმა სეპარატისტებმა ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულებთან და გუდაუთის ბაზაზე მყოფ რუს სამხედროებთან ერთად მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს.
14 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით სოხუმისკენ წამოსულ მტერს ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. დიდი მსხვერპლის გამო მოწინააღმდეგის კოალიციური ძალები იძულებულები გახდნენ, უარი ეთქვათ შეტევაზე და უკან დაეხიათ.
15 მარტი ქართული არტილერიის დღედ, სწორედ, ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვებების გამო გამოცხადდა.

Visited 191 times, 1 visit(s) today