15 ოქტომბერს ზესტაფონობა და „ღვინის ფესტივალი“ გაიმართება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონობის დღესასწაული და „ღვინის ფესტივალი“ 15 ოქტომბერს გაიმართება. მასობრივი კულტურული და სახალხო ღონისძიებების აღნიშვნა 14 საათიდან დაიწყება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორია) მოეწყობა სპეციალური დეკორაციები, წარმოდგენილი იქნება იმერული სამზარეულო. იგეგმება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა. ჩატარდება ღვინის ტრადიციული ფესტივალი, რომელიც იმერული ღვინის პოპულარიზაციას და ღვინის მწარმოებელთა გამოვლენას ემსახურება. ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდებიან საუკეთესო ღვინის მწარმოებლები, რომლებიც ფულად პრიზებს მიიღებენ. საიუბილეო დღეების ფარგლებში იგეგმება ზესტაფონის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. ზესტაფონობის დღესასწაულის მუსიკალურ ნაწილზე, ჯგუფი „სტიქია“ იზრუნებს.

Visited 350 times, 1 visit(s) today