15 ნოემბერს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 23-ე კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე არსებულ სახიდე გადასასვლელებზე, 2017 წლის 15 ნოემბერს, დაგეგმილია ხიდის დეფორმაციული მონაკვეთების შესწორება. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, კმ21+500-დან, თბილისი-ლაგოდეხის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი და სამარშრუტო ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ვაზიანის სამხედრო ბაზამდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე და შემდეგ მოხრეშილი გზის გავლით საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ24 მონაკვეთამდე. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი გაჩერდება უშუალოდ დაკეტილი მონაკვეთის დასაწყისში (ორივე მხარეს) და მათი ნაკადის დაგროვების შემთხვევაში, შსს-ს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს მათ გატარებას.

Visited 232 times, 1 visit(s) today