15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15/11/2019

ვერძი
დღეს არაა რეკომენდირებული სამსახურის შეცვლა, დოკუმენტების ხელმოწერა, იყავით მაქსიმალურად ყურადღებით და ფრთხილად ყველა მხრივ. იყავით ეკონომიური, არ აიღოთ სესხი და არ ჩადოთ ფული საქმეში.

კურო
დღეს მაქსიმალურად ეცადეთ დადებითი ემოციები მიიღოთ. მთავარია, რომ საღამოს კარგი განწყობა გქონდეთ. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ საკუთარ განწყობაზე ზემოქმედება მოახდინოთ და თავი აარიდოთ მომავალ მელანქოლიას.

ტყუპი
კარგი იქნება უფრო მეტს თუ დაისვენებთ და ნაკლებს ინერვიულებთ, საღამოს ადრე დაწექით. ეცადეთ იკონტაქტოთ მხოლოდ იმ ადამიანებთან ვინც თქვენ გსიამოვნებთ და ნერვებს არ გიშლით. არ გაწყენთ ფეხით გასერინება, სუფთა ჰაერი სასარგებლოა თქვენთვის.

კირჩხიბი
დღეს შეგიძლიათ ოჯახის საქმეებით დაკავდეთ, თუმცა მთელ დღეს ამაზე ნუ დახარჯავთ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც გაქვთ. არ დაგავიწყდეთ რომ თქვენს ახლობლებს სჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა.

ლომი
დღევანდელი დღე საკუთარი სიამოვნებისთვის გაატარეთ, განსაკუთრებით ნუ დაიტვირთავთ თავს ოჯახური საქმეეებით. დღის მეორე ნახევარში მოზღვავებულ სითბოს მეორე ნახევარს გაუნაწილებთ.

ქალწული
დღეს სასარგებლო იქნება აქტიური დასვენება და ჯანმრთელი საკვების მიღება. თქვენი ორგანიზმი დასვენებას საჭიროებს, თუ ამ რჩევას დღეს არ შეასრულებთ მერე ინანებთ რადგან, შესაძლებელია გადაღლამ სერიოზული ავადმყოფობა გამოიწვიოს.

სასწორი
დღევანდელი დღე კარგია ბუნებაში დასასვენებლად. ნებისმიერ შემთხვევაში მოერიდეთ კონფლიქტებს და ნერვიულობას. ისეთი საქმით დაკავდით, რომელიც არ მოითხოვს ნერვიულ დაძაბულობას.

მორიელი
დღეს არ ღირს სტუმრების დაპატიჟება და არც ხმაურიან წვეულებებზე წასვლა. უმჯობესია მშვიდ გარემოში დაისვენოთ.

მშვილდოსანი
შეეცადეთ სტუმრები არ მოიწვიოთ, უმჯობესია დღეს თვითონ ეწვიოთ ახლობლებს. კარგი დროა ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. საღამო თბილ ატმოსფეროში გაატარეთ.

თხის რქა
დღეს ყურადღებით და აუჩქარებლად მოეკიდეთ ნებისმიერ საქმეს. თან შეეცადეთ მოაგროვოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.

მერწყული
გექნებათ პირობები მატერიალური ბაზის შექმნის და გამყარებისთვის, ასევე ნათესავები შეძლებენ თქვენი შრომის ნაყოფის გამოყენებას. თუმცა ამ მიმართულებით მოგიწევთ ფუნდამენტის ჩაყრა, მუშაობა დიდხანს და დაჟინებით.

თევზები
დღეს ყველაფერი ადვილად გამოგივათ, ე.ი. ძალზე ახლო ხართ წარმატებასთან, ხოლო მის მისაღწევად სასურველია რაღაც შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0