15-16 ნოემბერს სენაკი-ფოთი-სარფის 16-ე კმ-ზე მოძრაობა იკეტება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მიმდინარე წლის 15-16 ნოემბერს, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 16-ე კმ-ზე მიმდინარე ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გეგმავს ფოთის წყალმომარაგების ნოსირი-ფოთის დ=700 მმ მაგისტრალური მილსადენის გადატანის სამუშაოებს, რისთვისაც საჭიროა 2017 წლის 15 ნოემბრის დილის 08:00 სთ-დან, 16 ნოემბრის დილის 08:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ301-კმ313 (ქალაქი ხობი) მონაკვეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი–ხორგა–ხობის საავტომობილო გზებზე.

Visited 170 times, 1 visit(s) today