154 დევნილი ოჯახისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში 154 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემს.
დღეს, ბათუმში, 38 ერთოთახიანი, 96 ოროთახიანი, 15 სამოთახიანი და 5ოთხოთახიანი ბინა კენჭისყრის პრინციპით ნაწილდება. იძულებით გადაადგილებული ოჯახები ბინებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად იღებენ.
კენჭისყრის პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ესწრებიან.
154 დევნილი ოჯახი ახალი ბინის გასაღებს უახლოეს დღეებში მიიღებს.

Visited 79 times, 1 visit(s) today