16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

15/07/2017

ვერძი
მხიარულების და სიურპრიზების დღე გელით. საღამო ნათესავებთან ერთად ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

კურო
დღეს გავლენიან ადამიანებთან გელით შეხვედრა. სასიყვარულო პარტნიორს არ აწყენინოთ, საღამო მასთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
არ აწყენინოთ გარშემო მყოფებს; არც სიტყვით, არც საქციელით. დღეს თქვენს მზერას არაფერი გამოეპარება, გამოიტანეთ სწორი დასკვნები.

კირჩხიბი
იყავით მეტად გულცივი გარშემო მყოფების პრობლემების მიმართ. თავად კი დაისვენეთ. საღამოს საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრა.

ლომი
მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად ბუნებაში გაატარეთ.

ქალწული
იყავით მეტად აქტიური და მიზანმიმართული. გავლენიან და საჭირო ადამიანებს გაიცნობთ, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ.

სასწორი
შეხვედრები, სტუმრების მიღება გელით. საყვარელი ადამიანის ჭირვეულობას მოთმინებით უნდა შეხვდეთ.

მორიელი
მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. ვალდებულებები ნათესავებსაც გაუნაწილეთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ შეხვედრას გიმზადებთ.

მშვილდოსანი
ოჯახის წევრებთან ერთად დილიდან გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. ბავშვებს თქვენთან ერთად გართობა მოენატრათ.

თხის რქა
ნუ ინერვიულებთ წვრილმანი პრობლემების გამო, ყველაფერი მოგვარდება. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

მერწყული
საინტერესო დღე გელით. დილა საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საღამოს ან სტუმრები მიიღეთ, ან წვეულებას დაესწარით.

თევზები
ყველას მოუნდება თქვენთვის გულის გადაშლა, პრობლემების მოყოლა. უმჯობესია, საყვარელ ადამიანთან ერთად, დილიდანვე ქალაქგარეთ გაემგზავროთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0