16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეა

16/09/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის “ახალი ტალღა” სტუდენტებს შეხვდა. მომავალი მაცივარტექნიკოსები იმ სიახლეებს გაეცნენ რაც მათი მომავალი საქმიანობის სფეროში ინერგება. მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს ქვეყანაში სავალდებულო სერტიფიცირების სისტემის დანერგვის შესახებ ესაუბრა, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება. კერძოდ, მომავალი წლიდან სერტიფიკატი სავალდებულო იქნება მხოლოდ იმ ტექნიკოსებისთვის, რომლებიც მსხვილ – არასყოფაცხოვრებო მოწყობილობებს ემსახურებიან, ხოლო 2019 წლიდან ყველა ტექნიკოსისთვის. წელს ეს თარიღი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ზუსტად 30 წლის წინ 16 სექტემბერს ხელი მოეწერა მონრეალის ოქმს ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ. მონრეალის ოქმი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში საქმიანობის შედეგად მოხმარებიდან უკვე ამოღებულია ოზონდამშლელი ნივთიერებების 98%-ზე მეტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0