16-17 ოქტომბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ196 მონაკვეთზე დაგეგმილია დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 16 და 17 ოქტომბერს, 20:00სთ-დან 04:00სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქ. ზესტაფონის გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Visited 91 times, 1 visit(s) today