17იანვრიდან-20იანვრის ჩათვლით ზესტაფონი-ბაღდათის გზაზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის კმ4 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, 17 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3-ე კმ-დან სოფ.სადგური სვირის გავლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-9-ე კმ-მდე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.
საავტომობილო გზის დაკეტვის ადგილებში კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ განთავსებული იქნება შესაბამისი საგზაო ნიშნები.

Visited 149 times, 1 visit(s) today