17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

17/01/2020

ვერძი
დღეს კამპანიის გული და სული იქნებით. დღის მეორე ნახევარში მკაცრად დაიცავით დიეტა. შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ, პირველ რიგში ეს ეხება მათ, ვისაც გულსისხლძარღვთა პრობლემები აწუხებთ. გაუთვალისწინებელი მოვლენა ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდება.

კურო
დღეს შეძლებთ სერიოზული საქმეების და ჩანაფიქრების შესრულებას. ყველა საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. თქვენი კომუნიკაბელურობა ხელს შეუწყობს ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობას. თქვენი ურთიერთობა შეიძლება ჩიხში შევიდეს.

ტყუპი
დღეს შეიძლება დაგიბრუნონ ვალი ან ძვირადღირებული საჩუქარი მოგართვან. ცნობა, რომელსაც დღეს მიიღებთ იქნება მოულოდნელი და სასიხარულო თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის. შესაძლოა მიიღოთ დაუგეგმავი შემოსავალი, თუმცა ყველაფრის დახარჯვა ოჯახის წევრებზე და ბავშვებზე მოგიწევთ. შეეცადეთ საღამოს კარგად დაისვენოთ. ძილის წინ მიიღეთ თბილი აბაზანა – ეს გადეხმარებათ დაგროვილი სტრესის მოხსნაში.

კირჩხიბი
დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.

ლომი
დღეისათვის დაგეგმეთ სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ნუ იჩქარებთ ნაკლებად ნაცნობი ადამიანებისადმი ნდობის გამოჩენას. გაისტუმრეთ კრედიტები, თქვენი ფინანსური სირთულეები მალე წარმატებით შეიცვლება. ნუ იქნებით უმადური.

ქალწული
დამაჯერებელი საუბარი დაგიბრუნებთ საკუთარი თავის რწმენას. უსიამოვნებებს თავი რომ აარიდოთ, აუცილებელია შეიცვალოთ დამოკიდებულება ზოგიერთი ადამიანის მიმართ. ფორტუნა სწყალობს კონსტრუქტორებს და არქიტექტორებს.

სასწორი
დაძაბული დღე იქნება დილიდანვე. ნელ-ნელა საკუთარი თავის რწმენას დაკარგვთ. რაიმე ახლის წამოწყება წარმატებული ვერ იქნება. დღეს დანიშნული შეხვედრები გაუქმდება თქვენი მიზეზით. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს.

მორიელი
დღეს უნდა მიენდოთ გრძნობებს. გამორიცხული არ არის, რომ უსიამოვნო შეტყობინება მიიღოთ ან მოვლენები განვითარდეს უსიამოვნოდ. ვარსკვლავები შეგახსენებენ, რომ ახლობლები უნდა მოინახულოთ. საღამოს სასიამოვნო სტუმრებს ელოდეთ.

მშვილდოსანი
დღევანდელი დღე ბევრ სანერვიულოს მოგიტანთ, რაც დაკავშირებულ იქნება ახლობელ ადამიანთან. შესაძლოა გაგიჩნდეთ ცხოვრების შეცვლის სურვილი. დღეს შეიძლება შემოსავალი მიიღოთ იმ საქმიდან, რომელშიც უდიდესი სახსრები და ენერგია გაქვთ ჩადებული ან მატერიალურად წახალისდეთ. მოსალოდნელია ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტი.

თხის რქა
დღევანდელი დღე წარმატებული იქნება სასიყვარულო ურთიერთობისთვის, კულტ-ლაშქრობისთვის, დღესასწაულების მოწყობისთვის. თავი აარიდეთ ზედმეტ სიჯიუტეს, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. დღეს ჩანიშნული საქმეები არც ისე წარმატებით წავა. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე.

მერწყული
დღეს სასიცოცხლო ძალებისა და შემოქმედებითი ენერგიის ნაკლებობა გექნებათ. სასიყვარულო იმედგაცრუებას რთულად გადაიტანთ. მიენდეთ ფანტაზიას და არ ინანებთ. გინდა არ გინდა მოგიწევთ გარჯა, რადგან ყველაფერს ვერ დაგეგმავთ.

თევზები
კარგი დღეა თვითგანათლებისა და მსოფლმხედველობის გაფართოვებისთივს. კრებები და საქმიანი მოლაპარაკებები დილისთვის დანიშნეთ. ბევრი საქმის შესრულებას შეძლებთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0