17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17/11/2019

ვერძი
ეს დღე კარგია სქესობრივი კავშირებისათვის და ბავშვის ჩასახვისათვის, მაგრამ ცუდია ძვირფასი საყიდლებისათვის და ფინანსური ოპერციებისათვის. სესხად გაცემული თანხა დიდი წვალების და დაგვიანების შემდეგ დაგიბრუნდებათ. თავს იჩენს ქრონიკული დაავადებები.

კურო
დღეს აქტიური და მრავალფეროვანი დღე გელით. დიდია ალბათობა, რომ მოგიწევთ საკუთარი ინტერესების დაცვა, როგორც საქმით ასევე სიტყვით. იმისათვის, რომ თქვენი მორიგი პროექტი გავიდეს თქვენ უნდა დაარწმუნოთ არა მარტო ხრლმძღვანელობა არამედ კოლეგებიც.

ტყუპი
სულ ტყუილად ეძებთ იოლ გამოსავალს. გზავნილი შეიძლება იყოს დაფარული იქ სადაც თქვენ არ ელით, ყურადღებით იყავით დღეს მიღებული ინფორმაცია მომავალში გამოგადგებათ.

კირჩხიბი
მთავარია არ დაკარგოთ იმედი. დღეს შეიძლება არ გამოვიდეს ის საქმე რასაც გეგმავდით, თუმცა სულ მალე ყველაზე ფანტასტიკური ოცნების განხორციელებასაც კი შეძლებთ, ნუ აჩქარდებით.

ლომი
სამსახურში და პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ინფორმაციები ხასიათს გამოგიკეთებთ. დღეს შეიძლებთ სამსახურეობრივი კონფლიქტების დარეგულირებას, სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას და ნაყოფიერ მუშაობას.

ქალწული
მზად იყავით საკუთარ თავთან საბრძოლველად. დღეს შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვანი რამე მიხვდეთ, ნუ აჩქარდებით და მოუფიქრებელ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. დღეს არ ღირს საქმიანი დოკუმენტების ხელმოწერაც.

სასწორი
დღეს ისეთი საქმეებით დაკავდით, რომლებიც სარგებელს მოიტანენ არა მარტო ფინანსური, არამედ სოციალური თვალსაზისითაც. ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ, ნურავის ენდობით ცარიელ სიტყვაზე!

მორიელი
ნუ დაიტოვებთ საქმეს ხვალისთვის… დღეს არ ღირს სამსახურში დროის დაკარგვა უსაქმურობაზე, ეცადეთ ყველა დაგეგმილი საქმე დროულად გააკეთოთ.

მშვილდოსანი
დღეს გუნდური მუშაობისთვის იყავით მზად. ეცადეთ კოლეგებს არ მოახვიოთ თქვენი წესები და მოსაზრებები. შეინარჩუნეთ ოქროს შუალედი.

თხის რქა
ხანმოკლე მივლინებებს წარმატებით დაასრულებთ და შემოსავალსაც მიიღებთ. ერთი საქმის კარგად დასრულებისთანავე სასწრაფოდ შეუდექით მეორეს. საღამოს ჯიბეს მოუფრთხილდით.

მერწყული
სამსახურში მოიკრიბეთ ძალები, ეცადეთ არ იფიქროთ ოჯახურ პრობლემებზე. შეიძლება ემოციები გაგიმძაფრდეთ, თუმცა ნუ აყვებით მათ და ნუ მისცემთ საშუალებას თქვენით მანიპულირების. და ისედაც რა საჭიროა ბუზისგან სპილოს შექმნა?

თევზები
დიდია ალბათობა სასიკეთო ცვლილებებისა, რომელბიც ბევრ რამეზე, მათ შორის პირად და საქმიან სფეროზე დადებიტად იმოქმედებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0