18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

18/02/2018

ვერძი
იყავით მეტად მობილიზებული. კარგი დღეა ახალი საქმეების, თუნდაც სარისკოს დასაწყებად. საღამოს მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა.

კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ერთად მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. მეტად დაისვენეთ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განწყობას.

ტყუპი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, შეხვედრებისთვის. გავლენიანი ახლობლები დაგეხმარებიან სასურველის მიღწევაში.

კირჩხიბი
ნუ მიიღებთ კარდინალურ გადაწყვეტილებებს. მშვიდად მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. გაუფრთხილდით განწყობას, მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას.

ლომი
გამბედავი და ენერგიული ხართ. არ გაგიჭირდებათ საქმეების მოგვარება. დაწყებული პროექტების დასრულება. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გარშემო მყოფებიც დაიხმარეთ.

ქალწული
იყავით მიზანმიმართული და დაკვირვებული საქმეების მოგვარებისას. ყური დაუგდეთ ახლობლების რჩევებს. საღამოს გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით.

სასწორი
ნუ იქნებით კრიტიკული, დაბნეული. მეტი დრო დაუთმეთ ახლობელ ადამიანებს. მათზე მეტად გმართებთ მზრუნველობა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

მორიელი
დააკვირდით გარშემო მყოფებს. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. აკონტროლეთ ემოციები. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა შორ მანძილზე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

მშვილდოსანი
დაარეგულირეთ აზრები, გრძნობები, ურთიერთობა პარტნიორთან. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები. გააცანით ისინი თანამოაზრეებს.

თხის რქა
მიზნის მისაღწევად მეტი შემართება გმართებთ. რჩევა ახლობლებს და გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. ნუ მიიღებთ მძიმე საკვებს

მერწყული
კარგი დღეა იდეებისა და გეგმების რეალიზებისთვის. ახალი მფარველი, დამხმარე გამოგიჩნდებათ. საღამოს შინ მეგობრებს უმასპინძლეთ.

თევზები
იყავით მეტად პოზიტიური და აქტიური. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. მეტი ყურადღება დაუთმეთ კბილებისა და ღრძილების მკურნალობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0