ვერძი
თანამოაზრეების მოძებნის დღეა. არ გასცეთ დაპირებები, არც საიდუმლოებები. ჰარმონია დაისადგურებს მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისას.
კურო
ოჯახში გატარებული დღე სხვანაირად დაგანახვებთ ნათესავებს. ისინი რთული საკითხების მოგვარებაშიც კი დაგეხმარებიან. ზოგიერთი გათავისუფლდება შიშებისგან.
ტყუპი
გაანალიზეთ ის საკითხები, რაც ცოტა ხნის წინ თქვენს ცხოვრებაში მოხდა. გაანალიზეთ შეცდომები და გამარჯვებები. შეცდომებზე ბევრს ისწავლით.
კირჩხიბი
მნიშვნელოვანი საქმეების შესრულების დღეა. დააკვირდით დეტალებს, რათა არაფერი გამოგეპაროთ. ზოგიერთს რომანტიკული თავგადასავალი ელის.
ლომი
ბინის რეკონსტრუქციის დრო დადგა. ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ ოთახების შეღებვა, ავეჯის განლაგება. პოზიტიურად შეხედეთ სამყაროს. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად.
ქალწული
ძლიერი და ფრთხილი უნდა იყოთ. განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსების ხარჯვას ეხება. გარშემო მყოფები მიხვდებიან, რომ სერიოზული ადამიანი ხართ და პატივი უნდა გცენ.
სასწორი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ახალ პარტნიორებთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, ონლაინკურსებზე დასასწრებად.
მორიელი
აქტიურად უნდა მოაგვაროთ მნიშვნელოვანი საკითხები. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. დიპლომატიურად დაელაპარეკეთ იმ ადამიანს, ვისიც გეშინიათ.
მშვილდოსანი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ადამიანთან, რომელთანაც ადრე სულ ჩხუბობდით. გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად.
თხის რქა
გადახედეთ საქმეებს, ბიუჯეტს. ყველაფერი ისე რთულად არაა, როგორც თქვენ გგონიათ. ფული ეკონომიურად უნდა ხარჯოთ, მაგრამ გართობას ნუ აუკრძალავთ თქვენს თავს.
მერწყული
დღეს თავს ბედის ნებიერად იგრძნობთ. საქმეები თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. გარშემო მყოფებს ახალი იდეები მიაწოდეთ. იყავით მადლიერი იმ ადამიანების, ვინც გეხმარებიან.
თევზები
იყავით აქტიური მუშაობის და გამონათქვამების დროსაც. თამამად გამოხატეთ თქვენი იდეები და გრძნობები. შეგიძლიათ იხუმროთ კიდეც. გარშემო მყოფებს ამით მხოლოდ ასიამოვნებთ.