19-22 აგვისტოს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 125 კმ.-ზე, მდ. „თერგზე“ არსებულ სახიდე გადასასვლელზე, დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2019 წლის 19-22 აგვისტოს, ყოველდღე, 12:00სთ-დან 16:00სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Visited 99 times, 1 visit(s) today