1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს ზუგდიდში

09/04/2017

9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში. გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა 9 აპრილის მემორილი ტიტებით შეამკეს ზუგდიდში. მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ზუგდიდის მერმა, გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. დილიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალ მუნიციპალიტეტებში ხელმძღვაელი პირები თანამშრომლებთან ერთად პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს. მემორიალებთან დილიდან იკრიბებიან მოქალაქეები. 9 აპრილთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0