2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

02/12/2019

ვერძი
შესანიშნავი დროა რომანტიკული გასეირნებისთვის მთვარის შუქზე. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მეტად ალერსიანი და მგრძნობიარე იქნება, ხოლო ერთობლივი ოცნება გაალამაზებს ერთად გატარებულ დროს.

კურო
თქვენ აქტიური და ენერგიული დღე გელით, საშუალება მოგეცენათ კარიერაში მწვერვალები დაიპყროთ. გაგიმართლებთ სასიყვარულო ურთიერთობაშიც. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

ტყუპი
დღეს თქვენი კონკურენტები ძალიან შეგაწუხებენ, მაგრამ შეეცადეთ ცოტახნით შეისვენოთ და განერიდოთ მათ, რომ მალე ახალი ძალებით შეძლოთ თქვენი საქმიანობის გაგრძელება.

კირჩხიბი
ბრწყინვალე შესაძლებლობა გეძლევათ, სამსახურში საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმოაჩინოთ. თქვენი პროფესიონალიზმით ბევრს გააკვირვებთ. თამამად გარისკეთ.

ლომი
გადაწყვეტილება თქვენით უნდა მიიღოთ. ზუსტად დღეს თქვენ შეიძლება მოახერხოთ პირადი ცხოვრების პრობლემების მოგვარება. შეეცადეთ საღამო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან ერთად და გაერთოთ.

ქალწული
უამრავი სიურპრიზი გელით. კარგი იქნება, თუ დროის მნიშვნელოვან ნაწილს ბუნებაში გაატარებთ.

სასწორი
ეს დღე ბევრ საინტერესოს გპირდებათ. პრობლემებს ადვილად მოაგვარებთ. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

მორიელი
თქვენს შვილებს ან შვილს ამ კვირაში ეცადეთ შეუსრულოთ ყველაფერი მათი უსაფრთხოებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ელოდეთ მისგან ტრაგიკულ პასუხს თქვენს უხეშობაზე, აასრულეთ მათი ნებისმიერი სურვილი.

მშვილდოსანი
საჭირო გახდება გამძლეობა და მოთმინება. შეგაწუხებთ საკითხები მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით. თქვენს შემოქმედებით ზრდას ხელს შეუწყობენ არა მარტო მეგობრები, არამედ მოწინააღმდეგეებიც.

თხის რქა
დადგა დრო, რომ საკუთარ თავს დაუთმოთ დრო და გადადოთ საქმეები. დღეს მოსალოდნელია მოგიწიოთ ნერვიულობა .

მერწყული
საშინლად გადაღლილი ხართ. ეცადეთ, ამან პრობლემები არ შეგიქმნათ. მაქსიმალურად გაერთეთ, შეიცვალეთ ერთფეროვანი ცხოვრება. დღის მეორე ნახევარში სერიოზული შეხვედრა არ შედგება, თუმცა, ნუ ინერვიულებთ.

თევზები
დღევანდელი დღე უკეთესია ბავშვებთან ურთიერთობაში გაატაროთ და გამოავლინოთ სითბო, ხოლო საღამო გაატარეთ მეგობრების გარემოცვაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0