თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ამ მიზნით სახელმწიფო უსასყიდლოდ, აღნაგობის უფლებით „მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს” 3040 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს გადასცემს, სადაც სკოლა და ცენტრი აშენდება.

„ცენტრი განკუთვნილი იქნება 230 ბენეფიციარისთვის, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენი ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Visited 132 times, 1 visit(s) today