ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ძაღლზე ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული 8 შემთხვევაა გამოვლენილი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე სურსათის ეროვნული სააგენტოს- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსს-გაბრიელ ჩიკვაიძეს შეხვდა. შეხვედრაზე გაბრიელ ჩიკვაიძემ, დეტალური, ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო რწმუნებულს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, აგრეთვე ერთობლივად განიხილეს სალიკვიდაციო ღონისძიებების შესრულების საკითხი. შეხვედრას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი-ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე- ასლან საგანელიძე და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ. გაცნობებთ, რომ ჯამში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ძაღლზე ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული 8 შემთხვევაა გამოვლენილი.
გრძელდება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლების გადაყვანა თავშესაფარში. ასევე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები, რომელიც აქტიურად გაგრძელდება და მოიცავს ცოფის დადასტურებული ადგილიდან 3 კილომეტრის რადიუსს. შეგახსენებთ, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის- პაპუნა მარგველიძის გადაწყვეტილებით გამოცემულია განკარგულება საკარანტინო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით იმ ლოკაციებზე სადაც ცოფის დადასტურებული შემთხვევები გამოვლინდა, მოგიწოდებთ მოსახლეობას გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და დაიცვათ კარანტინის წესები!

Visited 47 times, 1 visit(s) today