2-5 მაისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კაიაკინგში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2-5 მაისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კაიაკინგში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. გურია საერთაშორისო ჩემპიონატს Bzhuzha Race წელს უკვე მესამედ უმასპინძლებს. სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ სპორტის სახეობაში მონაწილეობას უფრო მეტი ევროპელი კაიაკერი მიიღებს.
ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, დღეს კაიაკინგის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი კობიაშვილმა, ასევე საინიციატივო ჯგუფის ,,გააცოცხლე გურიას“ წარმომადგენლებმა, სოსო ერქომაიშვილმა და გაგა გოგიჩაიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, კონსტანტინე შარაშენიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, კაიკინგის ჩემპიონატი, გარდა აღნიშნული ექსტრემალური სპორტის განვითარებისა, მიზნად გურიის რეგიონში ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ახალგაზრდა სპორტსმენთა წახალისებას ისახავს.

Visited 181 times, 1 visit(s) today