200 ხელმომწერ ქალაქს ბაღდათიც შეუერთდა

29/11/2017

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ ხელი მოაწერა ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის”. ახალი ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს მერებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ადგილობრივად.
თითოეულ რეგიონს, ქალაქსა თუ დასახლებულ პუნქტს აქვს უნიკალური და განსაკუთრებული ძლიერი რესურსი, რომლის განვითარების მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების გაუმჯობესება;
ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, წამოიწყოს და განახორციელოს განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც „ქვემოდან-ზემოთ“ პრინციპით გატარდება;
საჯარო და კერძო სექტორების დიალოგი და ურთიერთთანამშრომლობა, რასაც ემატება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა – წარმოადგენს წარმატების ფორმულას ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენისა და გამოყენებისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0