2012 წლის 1- ელი ოქტომბრის შემდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები არ შექმნილა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები არ არის მოპოვებული და შექმნილი, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რთულია პროგნოზირება, ვინ რომელ ქვეყანაში ვის და რა მიზნით გადასცა კადრები და რაში მოხდება მათი გამოყენება.
“როგორც გამოძიებითაა დადგენილი, არც ერთი კადრი 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ არ არის მოპოვებული და შექმნილი. შესაბამისად, 2012 წლის ოქომბრამდე პერიოდში, ვინც ასეთი კადრების შექმნას ახორციელებდა, ნაწილი არის ძებნილი, ნაწილს საქართველოს ტერიტორია დატოვებული აქვს და რთულია პროგნოზირება იმის, თუ ვინ რომელ ქვეყანაში ვის და რა მიზნით გადასცა და რაში გამოიყენებს”, – განაცხადა ვასაძემ.

Visited 159 times, 1 visit(s) today