2013 წელს დაწყებული პროკურატურის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განცალკევების პროცესი დღეს დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პროკურატურის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განცალკევებისა და ინსტიტუციური რეფორმის ხუთწლიანი პროცესი დღეს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით ჩატარებული საპროკურორო საბჭოს სხდომით დასრულდა.
თეა წულუკიანმა დღეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შეაჯამა განვლილი პერიოდი და საქართველოს პროკურატურას ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მიულოცა.

„დღეს არის ის დღე, როდესაც საქართველოს პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან საბოლოოდ დამოუკიდებელი ხდება. მინდა, მივულოცო თითოეულ პროკურორს და პროკურატურას ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. დღეს ჩვენ 5 წლიანი რეფორმირების პროცესი მივიყვანეთ ლოგიკურ დასასრულამდე. ყველას გვახსოვს, რომ ქართულმა ოცნებამ 2013 წლის მაისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის იდეები გაიზიარა და ამ დროიდან, ჩვენ დავადექით პროკურატურის გაძლიერების, დამოუკიდებლობის და ინსტიტუციური დაცულობისკენ მიმავალ გზას. დღეს, ჩვენ ჩავატარეთ ჩემი თავმჯდომარეობით საპროკურორო საბჭოს ბოლო სხდომა და კანონის შესაბამისად ავირჩიეთ საბჭოს ახალი ხელმძღვანელი, ქალი პროკურორი ნანა ხუნჯუა, რომელსაც წარმატებებს ვუსურვებ. საქართველოს პროკურატურას, ბატონ გენერალურ პროკურორს ვულოცავ და ვუსურვებ მათ იმ პრინციპების შესაბამისად მუშაობა, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ კანონში: პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, სამართლიანობა, კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე პროცესი იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2013 წლიდან ხორციელდება. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პროკურატურის დამოუკიდებლობისა და მისი ინსტიტუციური რეფორმირებისათვის 2013 წლიდან დაწყებული მუშაობა დღემდე ინტენსიურად მიმდინარეობდა.
„გვახსოვს, რომ იუსტიციის მინისტრმა 2013 წლის მაისში მოიხსნა საპროკურორო უფლებამოსილებები; გვახსოვს ასევე ის, რომ იუსტიციის სამინისტრომ ჩემი ინიციატივით 2015 წელს მთავრობას წარუდგინა რეფორმის პროექტი, რათა შექმნილიყო საპროკურორო საბჭო, პროკურორთა კონფერენცია და შემოტანილი ყოფილიყო ad hoc პროკურორის ინსტიტუტი. რეფორმა, რომელსაც მაშინ მიესალმა ვენეციის კომისია. ამას მოჰყვა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც საპროკურორო საბჭო კონსტიტუციურ ორგანოდ აქცია და ამ პროცესში დიდი როლი ითამაშა უმრავლესობის თითოეულმა დეპუტატმა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Visited 146 times, 1 visit(s) today