2015-17 წლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობამ საერთო ჯამში 986 ერთეულს მიაღწია

10/10/2017

2015-17 წლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობამ საერთო ჯამში 986 ერთეულს მიაღწია.
2015 წელს 274 პროექტი განხორციელდა, 2016 წელს 277, ხოლო 2017-ში – წლის ბოლომდე 435 პროექტი დასრულდება.
ბოლო სამი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში პროექტების შესრულების ტენდენცია ასეთია: მომდევნო წლის პრიოროტეტული პროექტების ნუსხა წინასწარ მუშავდება. მუნიციპალიტეტის გამგებელი ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად ადგენს მოსახლეობის საჭიროებებს, შემდეგი ეტაპი შესაბამის სამსახურთან ერთად საკითხის განხილვა, პროექტირების მომზადება, ხარჯების დათვლა და ხელმძღვანელის მიერ თანხების მოძიებაა.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მალხაზ ბაზაძის განცხადებით – 2018 წელს შესასრულებელი პროექტები უკვე მომზადებულია და შესაბამისი თანხებიც მოძიებული. ყველაზე მსხვილბიუჯეტინი 13 პროექტის საერთო ღირებულება, რომელიც მომავალ წელს საჩხერის მუნიციპალიტეტში შესრულდება, 4 895 000 ლარია, აქედან 244 750 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტის, ხოლო 4 650 250 ლარი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებაა. ეს პროექტებია:
1. მოძვი-ჯალაურთის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა -1 200 000 ლ
2. სოფელ ხვანის გადასახვევიდან სოფელ ლიჩის ცენტრამდე გზის რეაბილიტაცია – 1 000 000 ლ
3. სოფელ ცხამის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 100 000 ლ
4. ქ. საჩხერეში დურმიშიძის ქუჩაზე ყოფილი კომისარიატის ტერიტორიზე სკვერის მოწყობის სამუშაოები – 145 000 ლ
5. სოფელ არგვეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა – 250 000 ლ
6. სოფელ არგვეთის კულტურის სახლის მშენებლობა – 450 000 ლ
7. სოფელ კორბოულში სისვაძეების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 300 000 ლ
8. ქ. საჩხერეში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ბამბეულის დასახლებაში ეზოებისა და ერთ კორპუსზე ფასადის კეთილმოწყობა – 400 000 ლ
9. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერჯევისა და საირხის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – 300 000 ლ
10. ქ. საჩხერეში საავტომობილო და საცალფეხო ხიდებს შორის საყრდენი კედლის მოწყობა – 250 000 ლ
11. სოფელ სარეკში ჯვრიდან მდინარე ჯრუჭულის ხიდამდე მიმავალი საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები – 100 000 ლ
12. ქ. საჩხერეში დოსითეოზ წერეთლის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 200 000 ლ
13. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში მეფრინველეობის ფაბრიკასა და იტავაზის კვარცის ქვიშების კარიერისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა – 200 000 ლ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0