2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, უპრეცედენტო ზრდა იყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, უპრეცედენტო ზრდა იყო და 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი – 376 მილიონი დოლარი დაფიქსირდა, რაც ძალიან სასიხარულო რიცხვია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, პირველ ადგილზეა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ხოლო შემდეგ მოდის საფინანსო და ენერგეტიკის სექტორი.
პირველი ინვესტორია აზერბაიჯანი, მეორე თურქეთი, მესამე – გაერთიანებული სამეფო.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი მატება შეინიშნება. ეს ბევრ რამეზე მიუთითებს – სტაბილურობაზე, გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოზე, ინვესტორების მხრიდან საქართველოს, როგორც კარგი საინვესტიციო მიმართულების ჩამოყალიბებასა და დანახვაზე და ეკონომიკური ბლოკის კარგ მუშაობაზე, რაც ძალიან სასიხარულოა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Visited 146 times, 1 visit(s) today