2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში ამერიკის ელჩის, იან კელის განცხადება ეხმიანება ყველა სადამკვირვებლო მისიისა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებს, რომელმაც მოულოცა საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა იან კელის შეფასებების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული. „ამერიკის ელჩის, იან კელის განცხადება ეხმიანება ყველა სადამკვირვებლო მისიისა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებს, რომელმაც მოულოცა საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.
მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული იზოლირებული ინციდენტები იყო, აბსოლუტურად ყველა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ შეაფასა, როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

Visited 211 times, 1 visit(s) today