2016 წლის მონაცემებით, 650 ათასი კერძო სადაზღვევო პოლისი გაიცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით, 650 ათასი კერძო სადაზღვევო პოლისი გაიცა, ეს ადამიანები კერძო დაზღვევით სარგებლობენ, რომელსაც სახელმწიფო ფულს არ უხდის.

„ისინი თავისი ჯიბიდან იხდიან. ეს სავარაუდოდ ის ნაწილია, მაღალი და საშუალო შემოსავალი რომ აქვთ. ეს მოსახლეობის 17 პროცეტია. საჯარო დაწესებულებები საყოველთაო ჯანდაცვით არ სარგებლობენ და კერძო დაზღვევაში არიან ანუ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ფულს საკუთარი ხელფასიდან იხდიან. სამინისტროებში ერთადერთი გამონაკლისი მე ვარ, ჯანდაცვის სამინისტრო კი, მთლიანად კორპორაცული დაზღვევით სარგებლობს. ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ სიმბოლურად, თეორიულად, საყოველთაო დაზღვევის ბენეფიციარი ვყოფილიყავი, თუმცა 3,5 წლის მანძილზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი ჯანმრთელობისთვის ერთი კაპიკიც არ დამიხარჯავს. ამას სხვა გზებით ვაგვარებ და საბედნიეროდ, ჯანმრთელობის მოვლა არ დამჭირვებია“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შენარჩუნებული იქნება.

Visited 168 times, 1 visit(s) today