2016 წლის საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა მონაცემები

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2016 წლის მარტის თვე 450 875 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 16,7 %-ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 170 281 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,8%);
ბ) ტრანზიტი – 82 609 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 18,3%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,3%);
გ) სხვა – 197 985 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 22,5%).
რაც შეეხება იანვარ-მარტის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 134 436 ვიზიტი განხორციელდა, რაც 14,7 %-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2016 წლის მარტშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+19%), თურქეთიდან (+6,7%), სომხეთიდან (+4,2%), რუსეთიდან (+15,7%), უკრაინიდან (+26,9%) და ირანიდან (+1065,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მარტშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 48%, 27%, 23% და 13%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (27%) და უზბეკეთი (80%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (37%) და მოლდოვა (39%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (81%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 348%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.

Visited 101 times, 1 visit(s) today