2017 წელს შამადელა -ნარაზენის დამაკავშირებელი გზა რეაბილიტირდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ , გამგეობის ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელი გზის ის მონაკვეთი დაათვალიერა, რომელსაც რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდება. შამადელა-ნარაზენის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზა უკვე წლებია ავარიულია და გადაადგილების პრობლემას ქმნის. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 6000 მეტრი, ხოლო სიგანე 5 მეტრია. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს განხორციელდება და ბეტონის საფარი დაიგება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. პროექტის ღირებულება 2 880 000 (ორი მილიონ რვაას ოთხმოცი ათასი) ლარია.

Visited 455 times, 1 visit(s) today