2017 წლის 9 თვეში ექსპორტი 28.3%-ით გაიზარდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2017 წლის 9 თვეში ექსპორტი 28.3%-ით გაიზარდა და 1940.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საგარეო ვაჭრობის მონაცემების გარდა, საგარეო ფაქტორების გაუმჯობესება აისახა სხვა მიმართულებებითაც, მათ შორის:
2017 წლის 9 თვეში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 19.3%-ით, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 28.5%-ით და 2 163.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2017 წლის 8 თვეში 19.1%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, შექმნის ექსპორტის პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას, რაც შეამცირებს საგარეო ვაჭრობასთან ასოცირებულ რისკებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

Visited 154 times, 1 visit(s) today