2017 წელს, თბილისში 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება

????????????????????????????????????

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას, საბავშვო ბაგა-ბაღების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 2016 წელს გაიხსნა 7 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი, რის შედეგადაც 3000-ზე მეტმა ბავშვმა შეძლო ბაღებში დარეგისტრირება. დავით ნარმანიას განცხადებით, ეს ტენდენცია 2017 წელსაც შენარჩუნდება და მიმდინარე წელს კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება.

„გასულ წელს, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 4 დახურული ბაღი აღადგინა, 2 ბაღს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, 13 ბაგა-ბაღი კი გარემონტდა. რის შედეგად, გაიხსნა 20 ახალი ჯგუფი და 700-ზე მეტმა აღსაზრდელმა შეძლო ბაღებში დარეგისტრირება. პარალელურად კეთილმოეწყო არაერთი ბაგა-ბაღის ეზო. 2016 წლის იანვრიდან კი, თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს დაემატა ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეც-პედაგოგის შტატი. 2016 წელს 40-მდე საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებდა, სადაც მომსახურება 14 000-მა აღსაზრდელმა მიიღო“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ჩატარებული სამუშაოები საკმაოდ დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს საჭიროებდა, თუმცა მისივე თქმით, ეს არის სფერო, რომელშიც შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა ჩაიდოს.

Visited 127 times, 1 visit(s) today