2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ქართული დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება

21/10/2017

მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ქართული დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი.
მინდა, მოგილოცოთ ეს დამაჯერებელი და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება.
კიდევ ერთხელ მინდა, ყველა თქვენგანს, აქ არმყოფებსაც დიდი მადლობა გადავუხადო იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რომელიც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. მინდა, კახა კალაძეს და ჩვენს გუნდს, „ქართული ოცნების“ გუნდს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოთმინებით დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ შედეგს, მაგრამ ერთი რამ არის აბსოლუტურად ცხადი – ცვლილებამ, რომელიც 2012 წელს ქვეყანაში განხორციელდა პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მოიტანა ეს ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული ცვლილება ქვეყანაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოგილოცოთ – ჩვენს მოსახლეობას, რომელსაც დღეს ჯერ კიდევ არ ულხინს. ქვეყანაში დღეს არ არის ყველაფერი ყველაზე კარგად, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი რამ დაინახა ჩვენმა მოსახლეობამ – დღეს ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული კურსი არის სწორი. ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილურობა და ის, რომ დღეს ხელისუფლება სიყვარულით მართავს და არა დაყოფით და სიძულვილით, ჩვენმა ხალხმა დაინახა. ჩვენ კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე გველოდება. ჩვენს დედაქალაქს, მსოფლიოში ულამაზეს ქალაქ თბილისს ელოდება კიდევ უფრო ლამაზი ხვალინდელი დღე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და მინდა მივულოცო ჩვენს კახა კალაძეს!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0