2017 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი საკრებულოში დადგენილ ვადაში გადაიგზავნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2017 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი საკრებულოში დადგენილ ვადაში გადაიგზავნება.მომავალი წლის პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება.
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით 2017 წელს 62 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, რაც გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებული ოდენობის თანხაა.
ამასთან, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთებისთვის 2017 წელს გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (78,7 მლნ) შედარებით დედაქალაქის მერია 9 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს. (85,5 მლნ).
რაც შეეხება გამწვანებას, ამ მიმართულებითაც 2017 წლის ბიუჯეტი იზრდება 3 მლნ ლარზე მეტით.
განათლებასა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ნაწილში კი წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 15 მლნ ლარზე მეტია ზრდა – დასრულდება 10 დაწყებული ბაღის მშენებლობა და დაიწყება 8 ახალი ბაღის მშენებლობის პროცესი.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო მეტად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, კერძოდ 16,1 მლნ ლარით, მათ შორის, მკვეთრად შემცირდება საპრემიო ფონდი – 9,3 მლნ ლარით.

Visited 133 times, 1 visit(s) today