2017 წლის გამოცდების მონაწილეებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2017 წლის გამოცდების მონაწილეებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან, 26 ივნისიდან შეუძლიათ.
2017 წლის გამოცდების მონაწილეებმა საგამოცდო ბარათი პირადი გვერდიდან უნდა ამობეჭდონ (გვერდი, სადაც ირჩევენ გამოცდებს და ა.შ.).

საგამოცდო ბარათების ამოსაბეჭდად ეწვიეთ ვებგვერდს online.naec.ge

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე. ბარათი შეგიძლიათ ამობეჭდოთ შავ-თეთრად სტანდარტული თაბახის ფურცელზე (A4).

ბარათზე, სხვა ინფორმაციასთან ერთად, მითითებული იქნება მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცეaნტრი, საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.

Visited 215 times, 1 visit(s) today