2017 წლის ივნისში ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 15.8 %-ით გაიზარდა

01/08/2017

2017 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 15.8 %-ით გაიზარდა. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდამ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 16% შეადგინა
ივნისის მდგომარეობით, რეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტების რაოდენობა 658 ათასზე მეტია
საქართველოს მთავრობა მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით მოსახლეობას სთავაზობს სხვადასხვა პროექტს (http://enterprisegeorgia.gov.ge/ ;http://apma.ge/) , მათ შორისაა:
,,აწარმოე საქართველოში“
„შეღავათიანი აგროკრედიტი“
„გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა“
„სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ ფარგლებში: „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა”, „აგროდაზღვევა”, „დანერგე მომავალი”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0