2017 წლის პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების შესრულების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2017 წლის პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების შესრულების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 2,376.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს 327,9 მლნ ლარით აღემატება. საგადასახადო შემოსავლების ზრდამ წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 16.0% შეადგინა.
საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაღალი მაჩვენებელი განაპირობებს ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ ეკონომიკური ზრდა როგორც 2017 წლის მარტში, ისე პირველ კვარტალში მაღალი იქნება და წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს.

Visited 132 times, 1 visit(s) today