2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით რეგიონში საუკეთესოა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის“ მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით რეგიონში საუკეთესოა,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
მისი თქმით, 2014 – 2016 წლებში სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ხარჯზე საქართველომ საგარეო შოკი, საშუალოდ, 3.4 პროცენტამდე ზრდით დაძლიაა. „2013-2016 წლებში საქართველო, თურქეთის შემდეგ, რეგიონის ლიდერი ეკონომიკა გახდა ეკონომიკური ზრდით, განსხვავებით 2004-2012 წლებისა, როდესაც საქართველოს ყველაზე რეგიონის ქვეყნებთან შედარებით დაბალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
„პოზიტიურია ეკონომიკური ზრდის მოლოდინები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის“ მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედით რეგიონში საუკეთესოა. იმავე დოკუმენტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ ჩვენს მიერ გატარებული და დაგეგმილი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გამო ექნება,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

Visited 148 times, 1 visit(s) today