2018წელს დაბადებული ახალშობილი თამილა ბარკალაიამ მოინახულა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2018 წელს პირველი ახალშობილი სამშობიარო სახლ „ჰერა-2011“-ში გაჩნდა. გაბრიელ მღებრიშვილი 00.12- წუთზე ფიზიოლოგიური მშობიარობით გაჩნდა. ის ოჯახის პირველი შვილია. ახალი წლის პირველი ახალშობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ მოინახულა და დედა-შვილს საჩუქრები გადასცა. როგორც პატარა გაბრიელის დედამ თინათინ გოცირიძემ მინისტრის მოადგილეს განუცხადა, ბავშვი 50 სმ. და 3.650 კგ დაიბადა, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ და ექიმების ყურადღების ქვეშ არიან. გაბრიელის გარდა ამავე სამშობიაროში 1 იანვრის ღამეს კიდევ 4 ბავშვი დაიბადა,კლინიკაში სულ 4 ფიზიოლოგიური მშობიარობა და 1 საკეისრო კვეთა ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით საქართველოში ყველა მშობიარეს უფინანსდება ფიზიოლოგიური მშობიარობა-500 ლარით, საკეისრო კვეთა- 800 ლარით.

Visited 212 times, 1 visit(s) today